თავი 9: მედია – მედია პრაქტიკაში: გავაკეთებდი, რომ შემეძლოს

Living Democracy » Textbooks » თავი 9: მედია – მედია პრაქტიკაში: გავაკეთებდი, რომ შემეძლოს

თავი 9: ძირითადი ცნება – „მედია“ (დაწყებითი საფეხურისათვის)

ინფორმაცია მასწავლებლებისათვის: მოსწავლეები ერთმანეთს აცნობენ მედიასაშუალებების გამოყენების ხერხებს

როგორც წინამდებარე სახელმძღვანელოს შესავალიდან ვგებულობთ, დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლება და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება სამ კომპეტენციას მოიცავს. მოცემულ თავში შესული გაკვეთილები ეძღვნება მედიაკომპეტენციას, რომელიც, სამოქალაქო საზოგადოებაში ადამიანთა როგორც აქტიური, ისე პასიური მონაწილეობის ერთ-ერთ ძირითად ელემენტს წარმოადგენს. ამ მიდგომის უკეთ გაცნობიერების მიზნით, კიდევ ერთხელ გთავაზობთ კომპეტენციათა დახასიათებას.

დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების კომპეტენციები:

პოლიტიკური ანალიზისა და განსჯის კომპეტენცია

პოლიტიკურ მოვლენათა, პრობლემათა და სადავო საკითხების ანალიზისა და განხილვის უნარი … .

მეთოდების გამოყენების კომპეტენცია

ინფორმაციის მოძიებისა და ათვისების, საკომუნიკაციო საშუალებებისა და მედიის გამოყენების  უნარი … .

დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების კომპეტენცია

პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისას, საკუთარი შესაძლებლობების (და შესაძლებლობების ფარგლების) შეფასების უნარი  და მოქმედებათა კურსის შესახებ სათანადო არჩევანის გაკეთების უნარი … .

 

ცხრილში მოცემული მეორე კომპეტენცია – „მეთოდების გამოყენების კომპეტენცია“ – მოიცავს მედიაკომპეტენციას, რომელიც ძირითად ელემენტად უნდა იქნეს მიჩნეული. წინამდებარე თავში ყურადღება გამახვილებულია არსებულ მედიასაშუალებებთან მუშაობის უნარზე, მისი შესაძლებლობების გამოყენებისა და მისი საზღვრების გარკვევის უნარზე. მედიაგანათლებაში განარჩევენ მედიაკომპეტენციის ოთხ განზომილებას, ესენია:

ტექნიკური მედიაკომპეტენცია:

  • მედიის სწორედ გამოყენების უნარი და მასთან დაკავშირებული კრეატიული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის ფლობა.

კულტურული მედიაკომპეტენცია:

  • მედიის „კოდებისა“ და გამოხატვის ყველა ესთეტიკური და საზოგადოებრივი ფორმის შესახებ ცოდნა. დახელოვნებულ მომხმარებელს შეუძლია მედიაკოდების გაშიფვრა, მედიასაშუალების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სწორი აღქმა და გაგება და ამ ინფორმაციის სხვა მიზნებისათვის გამოყენება.

სოციალური მედიაკომპეტენცია:

  • კომუნიკაციის არსებული განსხვავებული ფორმების გონივრულად გამოყენების უნარი. ურთიერთობები სულ უფრო და უფრო მეტად ხდება მედიაზე დამოკიდებული, მათ შორის დომინირებს სხვადასხვა ფორმის „სოციალური პროგრამები“.

რეფლექსიური მედიაკომპეტენცია:

  • მომხმარებელი ფლობს მედიის ფუნქციის კრიტიკული ანალიზის უნარს და, ასევ,ე კრიტიკულად უდგება მის საკუთარ დამოკიდებულებას მედიის მიმართ, მოცემულ მომენტში.

მედიაწიგნიერების ნებისმიერი მიმართულება მოიცავს ამ ოთხ განზომილებას. დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლება და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება ამ კონცეფციათა მხოლოდ ზოგიერთ ასპექტს ეხება და იგი არ ანაცვლებს მედიაგანათლებას. მაგრამ, მედიაგანათლებასთან დაკავშირებული მიზნებიდან გამომდინარე, ისინი წარმოადგენს მედიაგანათლების ძირითად სტრატეგიებს. მასწავლებლის მიერ ტექნიკური მედიაკომპეტენციის ფლობასა და საკლასო გარემოში მედიასაშუალებების გამოყენებას შორის პირდაპირი კავშირი განაპირობებს წინამდებარე თავის მნიშვნელობას. ბევრი მასწავლებელი ღიად აღიარებს, რომ მათ არ იციან, როგორ გამოიყენონ და როგორ იმუშაონ სხვადასხვა ტიპის მედიასაშუალებებთან, ან რომ ისინი ვერ ხედავენ გაკვეთილზე მათი გამოყენების შესაძლებლობებს. თუმცა ერთი რამ ცხადია: რაც უფრო კარგად ფლობს მასწავლებელი სხვადასხვა ტიპის მედიასაშუალებას, მით უფრო ხშირად იყენებს იგი სწავლების პროცესში.

წინამდებარე თავში განხილულია პრაქტიკული მედიაკომპეტენციები, რომელსაც უნდა ფლობდეს როგორც მასწავლებელი, ასევე, მოსწავლეები. მას შემდეგ, რაც განხილულ იქნება ეს კომპეტენციები, შესაძლებელი გახდება მედიის გამოყენებაზე ყურადღების გამახვილება და კონკრეტული სამუშაო თემის შერჩევა.

დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების მიზანს წარმოადგენს კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა სამ სფეროში: მოცემულ თავში, ამ კომპეტენციების განვითარების თვალსაზრისით, შედეგი სურათი გვაქვს:

კომპეტენცია …
… პოლიტიკური ანალიზი და განსჯა … მეთოდის გამოყენება … პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება
** * ***
დამხმარე ინსტრუმენტები
წინამდებარე თავში გამოიყენება ქვევით მოცემული ინსტრუმენტები, მოსწავლეთათვის განკუთვნილი დამხმარე ინსტრუმენტებიდან. მასწავლებელმა უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა ყველა მოსწავლეს ან ზოგიერთ მოსწავლეს დამატებითი ინსტრუქციები, მოცემული ინსტრუმენტებით სარგებლობასთან დაკავშირებით.
X ინფორმაციის მოძიება ბიბლიოთეკებში
X ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში
0 ინტერვიუებისა და კვლევების წარმართვა
0 გამოსახულებებისა და სურათების ინტერპრეტირება
X გონებრივი ვიზუალიზაცია/წარმოსახვა
X პოსტერების შექმნა
X გამოფენების მოწყობა
X პრეზენტაციების დაგეგმვა და გამართვა
0 პრეზენტაციების გამართვა სლაიდების და PowerPoint-ის პროგრამის თანხლებით
0 საგაზეთო სტატიების დაწერა
0 წარმოდგენების გამართვა
0 დებატების წარმოება

 

თავი 9: მედია

მედია პრაქტიკაში: გავაკეთებდი, რომ შემეძლოს

მოსწავლეები ერთმანეთს აცნობენ მედია საშუალებების გამოყენების ხერხებს

გაკვეთილის თემა სწავლის მიზნები მოსწავლის ამოცანა რესურსები მეთოდები

გაკვეთილი 1:

ჩვენ ვაწყობთ გამოფენას

მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ მნიშვნელოვანია მედიასაშუალებების ტექნიკური დეტალების ცოდნა და ამ ცოდნის შესაძენად გარკვეული დროა საჭირო. ისინი აწყობენ გამოფენას, სადაც წარმოდგენილია სკოლის საკუთრებაში არსებული საშუალებები და, ასევე, მოსწავლეების კუთვნილი თუ მათ მიერ მოძიებული საშუალებები. მოსწავლეები იღებენ მათთვის უცხო მოწყობილობას და ცდილობენ, აღწერონ იგი და ის, თუ როგორ გამოიყენება მოცემული მოწყობილობა. მოსწავლეები აგროვებენ და აღწერენ სხვადასხვა მედიასაშუალებებსა და მოწყობილობებს და ამზადებენ კლასის გამოფენას. რაიმე მედიასაშუალება, მაგალითად, კამერა და ა.შ.), მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლები. საუბრები, ჯგუფური სამუშაო, საშინაო დავალება.

გაკვეთილი 2:

ცოდნა და უნარები – დიდი ძალაა!

მოსწავლეები აცნობიერებენ, თუ რამდენად მრავალფეროვანი მედიასაშუალების გამოყენების უნარს ფლობენ ისინი, ან, პირიქით, თუ რამდენად შეზღუდულია იმ მედიასაშუალებების რაოდენობა, რომელთა გამოყენებაც მათ შეუძლიათ. მასწავლებელი მათ აწვდის ძირითად ინფორმაციას მედიასა და მისი მოხმარების შესახებ. მოსწავლეები ამზადებენ მედიასაშუალებების გამოფენას, საკლასო ოთახში და, ამავდროულად, ეცნობიან ერთ-ერთი კონკრეტული მედიასაშუალების მუშაობის პრინციპს. მოსწავლეების კუთვნილი მედიამოწყობილობები, სკოლის საკუთრებაში არსებული მედიამოწყობილობები, მასწავლებლებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლები, მ-9 თავის 1-ლი და მე-2 გაკვეთილებისათვის, მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლები. საჭიროა მეთოდის განსაზღვრა  მასწავლებლის მიერ შერჩეული გარემოს გათვალისწინებით.

გაკვეთილი 3:

პრეზენტაციის დრო

მოსწავლეები ტექნიკური ექსპერტების როლში გამოდიან იმ მედიამოწყობილობასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შეარჩიეს. ისინი სწავლობენ, როგორ წარმოადგინონ მათ მიერ მომზადებული ინფორმაცია. მოსწავლეები ტექნიკური ექსპერტების როლში გამოდიან იმ მედიამოწყობილობასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შეარჩიეს და მართავენ ჯგუფურ პრეზენტაციას ამ მედიამოწყობილობის კლასისათვის გაცნობის მიზნით. მედიამოწყობილობები, პრეზენტაციისათვის საჭირო ინდივიდუალური საშუალებები. ჯგუფური სამუშაო.

გაკვეთილი 4:

ჩვენ ვგეგმავთ მედიაპროდუქციას

მ ტექნიკური ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, რომლებიც მოსწავლეებმა პრეზენტაციისათვის მზადების პროცესში შეიძინეს. მოსწავლეები არჩევენ თემას და მედიასაშუალებას, რომელიც მათ სჭირდებათ. დემოკრატიული და მონაწილეობითი პროცესების გამოყენებით (მცირერიცხოვან ჯგუფებში და საერთო საკლასო განხილვებისას) კლასი ირჩევს თემას, რომელზეც მოსწავლეებმა უნდა იმუშაონ და მედიასაშუალებას, რომელიც მათ სჭირდებათ.

„გონებრივი ვიზუალიზაცია/ წარმოსახვა“ – დამხმარე ინსტრუმენტი,

მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლები: ფორმა, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება მედიასაშუალების შერჩევაში, რომელიც ესადაგება იმ თემას, რომელზეც მათ არჩევანი გააკეთეს.

 

ჯგუფური სამუშაო, გადაწყვეტილების მიღება საერთო საკლასო სხდომის განმავლობაში.