7.2 განათლება დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების დაცვის საშუალებითა და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის საჭიროებს აქტიურ სწავლას

Living Democracy » Textbooks » 7.2 განათლება დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების დაცვის საშუალებითა და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის საჭიროებს აქტიურ სწავლას

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლებისას, ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაზე ინფორმაცია გარკვეულ მიზანს ემსახურება – შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში (სწავლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის „მიზნით“). თუმცა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა მოითხოვს წვრთნასა და გამოცდილებას. აქედან გამომდინარე, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლებაში აუცილებელია, მეთოდი შეიცავდეს გზავნილს. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა „შესახებ“ სწავლებას ხელს უნდა უწყობდეს მეთოდი, რომლითაც მოსწავლეები სწავლობენ – სწავლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის „საშუალებით“. მოსწავლეებს სჭირდებათ სასწავლო გარემო, რომელიც ხელს უწყობს ინტერაქტიულ, კონსტრუქტივისტულ სწავლასა და კომპეტენციების განვითარებას. მოკლედ რომ ვთქვათ, მოსწავლეები უნდა იყვნენ აქტიურნი და ჩართულნი – მასწავლებლის ფუნქცია შემოიფარგლება მათთვის საშუალების მიცემით, რომ ისინი დაკავდნენ და კომუნიკაცია დაამყარონ ერთმანეთთან.