გაკვეთილი 2: აი, ჩვენ ასე ვაგვარებთ პრობლემას

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 2: აი, ჩვენ ასე ვაგვარებთ პრობლემას

პრობლემის გადაჭრის რა საშუალებებს ვფლობთ?

სწავლის მიზნები მოსწავლეები მსჯელობენ კონფლიქტის მოგვარების მექანიზმებზე, რომლებიც გააჩნიათ და ეცნობიან სხვადასხვა პიროვნების განსხვავებულ მოსაზრებებსა და ქცევებს.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეები საკუთარ აზრს გამოთქვამენ პრობლემასთან დაკავშირებით, ეძებენ პრობლემის გადაჭრის გზებს და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს პრობლემის მოგვარების საშუალებების შესახებ.
რესურსები ფლიპჩარტი, კალმები.
მეთოდები ჯგუფური სამუშაო.

გაკვეთილის აღწერა

მასწავლებელს გაკვეთილზე შემოაქვს პრობლემებისა და კონფლიქტების ჩამონათვალი, რომელიც მოსწავლეების მიერ იქნა შედგენილი, წინა გაკვეთილის მსვლელობისას. მოსწავლეები ნაწილდებიან ოთხ-ოთხი მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებში. ისინი ირჩევენ ორ პრობლემას ან კონფლიქტს, რომელზეც საკუთარ ჯგუფთან ერთად უნდა იმუშაონ.

თითოეული ჯგუფი მუშაობს ორ სხვადასხვა პრობლემასა თუ კონფლიქტზე.

მოსწავლეები ჯგუფებში განიხილავენ პრობლემის ან კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს ისე, რომ გადაწყვეტილებამ ზემოქმედება იქონიოს ან კონკრეტული ადამიანების ჯგუფზე ან ერთ პიროვნებაზე (იმის მიხედვით, თუ რომელ კატეგორიას განეკუთვნება მოცემული პრობლემა თუ კონფლიქტი, ინდივიდუალურსა თუ საერთოს).

მოსწავლეები ჩანაწერებს აკეთებენ თავიანთი მოსაზრებების შესახებ და თითო ჯგუფმა უნდა დაამზადოს თითო პოსტერი, რომელზეც ილუსტრირებული იქნება ორი პრობლემა ან კონფლიქტი და მათი მოგვარების შესაძლო გზები. მათ ხაზი უნდა გაუსვან და გამოყონ ის გადაწყვეტილებები, რომლებზეც შეჯერდნენ და შეთანხმდნენ ჯგუფის წევრები.