7.3 ამოცანები – მასწავლებლის ხელთ არსებული ინსტრუმენტი, აქტიური სწავლის ხელშეწყობისათვის

Living Democracy » Textbooks » 7.3 ამოცანები – მასწავლებლის ხელთ არსებული ინსტრუმენტი, აქტიური სწავლის ხელშეწყობისათვის

მასწავლებლის პერსპექტივიდან ზედმიწევნით ზუსტად შერჩეული ამოცანები წარმოადგენს სწავლის აქტიური პროცესის შენარჩუნების მთავარ ინსტრუმენტს. ამოცანის შედგენის ან შერჩევისას, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს სწავლებისა და სწავლის ყველა ძირითადი ასპექტი: თემატიკის სტრუქტურა და სწავლის მიზნები, მოსწავლეების საწყისი მიღწევებისა და აღქმა-გაგების დონე, მათი უნარები, სწავლის შესაძლებლობები და საშუალებები და კლასში არსებული სამუშაო ატმოსფერო.

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლება ძირითადად აგებულია ამოცანაზე დაფუძნებულ სწავლაზე. მოცემულ სახელმძღვანელოთა კრებულის წიგნებში II, III, IV, V და VI, მრავლად არის მოცემული  ამოცანაზე დაფუძნებული სწავლის მაგალითები და აღწერა – რომლებიც დალაგებულია ოთხ-ოთხი გაკვეთილის ფორმით, რაც რეალისტურ დაგეგმვას შეესაბამება. ამოცანაზე დაფუძნებული სწავლა ოთხ ძირითად კატეგორიას მოიცავს: რეალურ სიტუაციათა სიმულაცია, რეალობის კვლევა და პროდუქტი/შედეგი. ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოყვანილია ამ კატეგორიათა მაგალითები.

ამოცანაზე დაფუძნებული სწავლა
რეალურ სიტუაციათა სიმულაცია საკლასო გარემოში რეალური ცხოვრებისეული სიტუაციების კვლევა და მოქმედება პროდუქტი

რეალურ სიტუაციათა გათამაშება როლების გადანაწილებით

თამაში გადაწყვეტილების მიღებაზე

ქანდაკებები

კონფერენციები

თოქ შოუები

დებატები

სასამართლო მოსმენები

ტრიბუნალები

ინტერვიუ ექსპერტთან

ინტერვიუ ქუჩაში

გამოკითხვა და კვლევა

სტაჟირება

სპეციალისტზე დაკვირვება

პრაქტიკული მაგალითები

მონაწილეობა სკოლის მმართველობაში

მონაწილეობა გაკვეთილის დაგეგმვაში

პრეზენტაცია

სარეკლამო პროსპექტი

პოსტერი

ფლაერი

კედლის გაზეთი

ვიდეო ან მუსიკალური კლიპი

ინტერნეტსაიტი

პრეზენტაცია

ანგარიში:კვირის ახალი ამბავი

გამოფენა

პორტფოლიო

უნარებში წვრთნა