მოსწავლის სამუშაო ფურცელი 1.1: (ჯგუფი 2) როლების გათამაშება

Living Democracy » Textbooks » მოსწავლის სამუშაო ფურცელი 1.1: (ჯგუფი 2) როლების გათამაშება

შეთანხმდით, ვინ წაიკითხავს ხმამაღლა დღიურიდან ამონარიდს და დავალებას თქვენი ჯგუფისათვის.

შეარჩიეთ ჯგუფის მეორე წევრი, რომელიც დისკუსიის დროს ჩანაწერებს გააკეთებს და ჯგუფური მუშაობის ბოლოს მსჯელობის შედეგებს კლასის წინაშე წარმოადგენს.

ამონარიდი მაქსის დღიურიდან:

,,ჩვენი სკოლის წინ დიდი საფეხბურთო მოედანია. ძალიან მიხარია, რადგან ფეხბურთის თამაში მიყვარს. მოვიტანე ჩემი ბურთი და თამაშს ვაპირებდი. დავიწყე თუ არა თამაში, სკოლის დარაჯმა შემაჩერა. ის გაბრაზებული ჩანდა და მკითხა, შემეძლო თუ არა კითხვა – წარწერა ყოფილა გაკეთებული, რომ მოედანი დროებით დაკეტილი იყო წვიმის შემდეგ, რათა ბალახი არ დაზიანებულიყო. ისე შევწუხდი, რომ უსიტყვოდ წავედი სახლისაკენ.’’

დავალებები:

  1. ჩამოწერეთ ზედსართავები, რომლებსაც მაქსის თანაკლასელები მის დასახასიათებლად გამოიყენებდნენ;
  2. როგორ ფიქრობთ, რას ეტყოდა მაქსის შესახებ მისი ერთ-ერთი კლასელი მეორეს? გაითამაშეთ ეს სცენა.