მოსწავლის სამუშაო ფურცელი 3.5: სიტუაციის ამსახველი ბარათები: კუნძულის მაცხოვრებლები

Living Democracy » Textbooks » მოსწავლის სამუშაო ფურცელი 3.5: სიტუაციის ამსახველი ბარათები: კუნძულის მაცხოვრებლები
წაიკითხეთ ტექსტი და გადაწყვიტეთ, რა უნდა გაკეთდეს თითოეულ სიტუაციაში
კუნძულის მაცხოვრებლები ახალმოსულნი

1კ  ახალი ღობეები

ახალმოსულებმა ღობეები გააკეთეს მათი სახლებისა და საძოვრების გარშემო, რომელსაც თქვენც საძოვრებად იყენებდით. თქვენ ეს ღობეები მოშალეთ.

1ა  ახალი ღობეები

კუნძულის მაცხოვრებლებმა მოშალეს ღობეები, რომლებიც თქვენ ცხოველების მოსაშენებლად გააკეთეთ.

2კ  საზღვრის დამრღვევი

კუნძულის მაცხოვრებელმა ახალმოსულთა მიერ მოწყობილი საზღვარი დაარღვია. ახალმოსულებმა ის მოკლეს.

2ა  საზღვრის დამრღვევი

კუნძულის მაცხოვრებელი შემოიჭრა თქვენ მიერ ცხოველებისათვის შემოღობილ ადგილას. თქვენ გაფრთხილების შემდეგ ესროლეთ მას.

3კ  შერეული ქორწინება

კუნძულის ერთ-ერთ მაცხოვრებელს შეუყვარდება ახალმოსული ქალბატონი.

3ა  შერეული ქორწინება

ერთ-ერთ ახალმოსულ ქალს შეუყვარდება კუნძულის მაცხოვრებელი კაცი. მათ სურთ, დაქორწინდნენ და ახალმოსულთა შორის იცხოვრონ. რამდენიმე ახალმოსულს არ მოსწონს ეს.

4კ  წმინდა ადგილები

რამდენიმე ახალმოსული გათხრებს აწარმოებს მთებში, იმ ადგილას, სადაც, თქვენი წარმოდგენით, წინაპრების სულები ბინადრობენ. ეს ადგილები თქვენთვის წმინდაა. პროტესტის ნიშნად, თქვენ თავს დაესხით რამდენიმე კაცს, რომელიც მიწას თხრიდა.

4ა  წმინდა ადგილები

თქვენ აღმოაჩინეთ მინერალები მთებში. ამ მინერალების სარფიანად გაყიდვა შეიძლება იქ, საიდანაც თქვენ ჩამოხვედით. კუნძულის მაცხოვრებლებს ეს მთა წმინდა ადგილად აქვთ აღიარებული, რაც, თქვენი აზრით, მხოლოდ ცრურწმენაა. კუნძულის მაცხოვრებლები თავს დაესხნენ თქვენი თემის წარმომადგენლებს, რომლებიც მინერალებს ეძებდნენ.

5კ  განათლება

ახალჩამოსულებმა გახსნეს სკოლა და თქვენს ბავშვებსაც იწვევენ წერა-კითხვის შესასწავლად.

5ა  განათლება

თქვენ გახსენით სკოლა და კუნძულის მაცხოვრებელთა ბავშვებსაც იწვევთ წერა-კითხვის შესასწავლად.