გაკვეთილი 3: პოლიტიკური ციკლის მოდელის გამოყენება

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 3: პოლიტიკური ციკლის მოდელის გამოყენება

კვლევითი ამოცანა

მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას.

სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით.

მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს.

მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას.

დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი.

კომპეტენციების დაუფლება

მეთოდები: მუშაობა პროექტზე.

ანალიზი და მსჯელობა: პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესის აღწერა და შეფასება.

მონაწილეობა და აქტიურობა: პასუხისმგებლობა, თავისუფლებით სარგებლობა.

სწავლის მიზანი მოსწავლეებს ესმით პოლიტიკური ციკლის მოდელის არსი და შეუძლიათ იგი მიუსადაგონ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შესახებ მოპოვებულ ნებისმიერ ინფორმაციას.
მოსწავლეთა ამოცანა მოსწავლეები პოლიტიკური ციკლის მოდელს უსადაგებენ კონკრეტულ მაგალითს.
მასალა და რესურსები მასალა მოსწავლეებისთვის 6.1 და 6.2. გაზეთები.
მეთოდი მუშაობა პროექტზე.
დროის ბიუჯეტი 1. ჯგუფური მუშაობა. 35 წთ.
2. დეტალური მოხსენებები. 5 წთ.

გაკვეთილი მთლიანად ეძღვნება ჯგუფურ მუშაობას. მოსწავლეები მუშაობენ მასწავლებლის დახმარების გარეშე და პასუხისმგებელი არიან შესრულებულ სამუშაოზე. ამიტომ მათ თავად უნდა მოიპოვონ სრული ინფორმაცია იმაზე, რაც მათ სჭირდებათ.

მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს დახმარება გაუწიოს ინფორმაციის წყაროების მიწოდებით, მაგ. სტატისტიკური მონაცემები, სკოლის სახელმძღვანელოები, კონსტიტუციის ასლები, მისცეს კლასში ინტერნეტის გამოყენების საშუალება.

მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეების მუშაობის პროცესს; მასწავლებლის ხელმძღვანელობის გარეშე – როგორც ეს მათ სკოლის დამთავრების შემდეგ, რეალურ ცხოვრებაში მოუწევთ – რას ართმევენ თავს თავისუფლად და სად აწყდებიან დაბრკოლებებს; ეს მასწავლებელს აწვდის მასალას იმის თაობაზე, თუ რომელი კომპეტენციის განვითარებას საჭიროებენ მოსწავლეები.

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, პლენარული სხდომის ფარგლებში, დეტალური მოხსენებებით წარდგნენ კლასის წინაშე. მომავალ გაკვეთილზე დაგეგმილია პრეზენტაციები და თუ მოსწავლეები ვერ ასწრებენ მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებას, მათ თავად უნდა იპოვონ გამოსავალი ამ სიტუაციიდან.

პირველ რიგში მოსწავლეებმა უნდა დაადგინონ, რას გულისხმობენ „დაუსრულებელ“ სამუშაოში. ვერ მოასწრეს გაცნობოდნენ რაიმე დამატებით ინფორმაციას? თუ მიაჩნიათ, რომ არასაკმარის ინფორმაციას ფლობენ?

ამ შემთხვევაში, საუკეთესო არჩევანია პასუხისმგებლობა ამ პრობლემაზე მოსწავლეებს მივანდოთ. სასტიკი გადაწყვეტილებაა, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში სწორედ ასე ხდება. მოსწავლეებისთვის სწავლის შესაძლებლობების მიცემა გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ხარვეზები პრეზენტაციის დროს. ოთხივე გაკვეთილის შემდეგ საჭიროა შეჯამება, რასაც საკმარისი დრო უნდა დაეთმოს. შესაძლებელია დამატებითი გაკვეთილის ჩატარება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფების უმეტესობამ ვერ მოასწრო დადგენილ დროში სამუშაოს სრულყოფილი შესრულება.