I. სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისათვის (ნაკრები) – შესავალი

Living Democracy » Textbooks » I. სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისათვის (ნაკრები) – შესავალი

ძვირფასო მოსწავლეებო,

წინამდებარე სახელმძღვანელო თქვენთვის არის განკუთვნილი. მის გვერდებზე თქვენ იხილავთ სამუშაო ფურცლებს, რომლებზე მუშაობაც მოგიწევთ როგორც გაკვეთილების დროს, ასევე, სკოლის გარეთ, საშინაო დავალებების შესრულების დროს.

თქვენი მასწავლებელი აგიხსნით, თუ როდის და როგორ უნდა გამოიყენოთ თითოეული სამუშაო ფურცელი, მაგრამ თქვენ თავადაც შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება ამის თაობაზე, თუ ჩათვლით, რომ ისინი დახმარებას გაგიწევთ.

ზოგიერთ სამუშაო ფურცელზე მუშაობა დამოუკიდებლად მოგიწევთ, ზოგიერთ მათგანზე კი – თანაკლასელებთან ერთად.

ზოგიერთ სამუშაო ფურცელზე მუშაობა მათგან გარკვეული ფიგურებისა და ელემენტების ამოჭრას გულისხმობს, ზოგიერთზე მუშაობა – რაიმეს ჩაწერას ან ჩახატვას.

ზოგიერთი სამუშაო მარტივად მოგეჩვენებათ, ზოგიერთი  – შედარებით რთულად, რომლის შესასრულებლად დაფიქრება მოგიწევთ.

თუ დამატებითი ინფორმაციის მოძიება გსურთ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ, შეგიძლიათ ისარგებლოთ სახელმძღვანელოს ბოლოში მოცემულ ინსტრუმენტთა ნაკრებით.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თქვენთვის სასიამოვნო იქნება მოცემულ სახელმძღვანელოზე მუშაობა და მუშაობის პროცესში ბევრ საინტერესო რამეს შეიტყობთ და საინტერესო მოსაზრებები ჩამოგიყალიბდებათ!

სარჩევი