მასალა მოსწავლეებისთვის 2.2: დილემის ანალიზისა და გადაჭრის საშუალებები

Living Democracy » Textbooks » მასალა მოსწავლეებისთვის 2.2: დილემის ანალიზისა და გადაჭრის საშუალებები

შემდეგი კითხვები არ ამოწმებს აღქმის მართებულებას, არამედ გვეხმარება პრობლემის ანალიზში. ყველა კითხვა ყველა მაგალითს არ ესადაგება. ამრიგად, თქვენ უნდა შეარჩიოთ, რომელი კითხვებია რელევანტური მოცემულ შემთხვევაში. რამდენიმე კითხვაზე კონცენტრირება უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ყველა კითხვაზე პასუხის ძიება.

1. შეაგროვე ინფორმაცია

  • ვინ არის მონაწილე?
  • რა სურთ მათ? (რა არის მათი უფლებები, მოთხოვნილებები, მიზნები ან ინტერესები?)
  • რა როლს თამაშობს ხალხი?
  • რაში მდგომარეობს პრობლემა/დილემა?
  • რა კავშირი აქვს ამ შემთხვევას ჩემთან?
  • რას გვკარნახობს კანონი? (უნდა შევასრულო კანონიერი მოვალეობა ან დავემორჩილო წესს?)
  • რა ინფორმაციას არ ვფლობთ – რა არის ჩვენთვის გაუგებარი?
  • თუ მოვიპოვებთ გამოტოვებულ ინფორმაციას, რა შედეგს მივიღებთ?

2. გაანალიზე შედეგები

  • რა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არსებობს?
  • რა შედეგს მოიტანს თითოეული ეს არჩევანი და ვისთვის? (გავლენას მოახდენს მათზე, ვისაც უშუალო კავშირი აქვს შემთხვევასთან, სხვა ადამიანებზე, რომლებიც ჩვენ დროში ცხოვრობენ, თუ მომავალ თაობაზე, ადამიანებზე, რომლებიც ჩვენ ირგვლივ არიან, თუ სადმე სხვაგან.)

3. ჩამოაყალიბე შენი პრიორიტეტები

გადაწყვეტილების მიღებისას რომელი კრიტერიუმია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგალითად:

  • რამდენად მაქვს გაცნობიერებული ჩემი გადაწყვეტილების შედეგები?
  • რომელი მორალური თუ რელიგიური პრინციპებია ჩემთვის მნიშვნელოვანი?
  • რა არის კანონიერი – რა არის უკანონო?
  • როგორ მიიღებენ სხვები ჩემს გადაწყვეტილებას – და ჩემთვის თუ იქნებოდა მისაღები იგი (სხვის როლში რომ წარმოვიდგინო თავი)?
  • რა არის უფრო ეფექტური (პრობლემის გადაწყვეტა, ფინანსური ასპექტი)?
  • რა არის სასურველი თუ არასასურველი სამომავლო შედეგები ან გვერდითი მოვლენები?
  • ჩემი გადაწყვეტილება ერთხელ და სამუდამოდ კეთდება თუ მექნება საშუალება შემდგომში შევცვალო იგი?

4. მიიღე გადაწყვეტილება

  • აუცილებელია ერთი მიზნის მიღწევაზე გავამახვილო ყურადღება და უარი ვთქვა სხვა მიზნებზე?
  • არსებობს კომპრომისის შესაძლებლობა?
  • მოცემულ პირობებში, რას მკარნახობს ინტუიცია? რომელი გადაწყვეტილებაა ჩემ პიროვნებასთან ყველაზე ახლოს?