10. საგაზეთო სტატიის მომზადება

Living Democracy » Textbooks » 10. საგაზეთო სტატიის მომზადება

გარკვეულ თემაზე თქვენი ნამუშევრის საზოგადოებისათვის გაცნობა შესაძლებელია რეპორტიორის როლის შესრულებით და საგაზეთო სტატიის საშუალებით. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში, საგაზეთო სტატიის შექმნა საკუთარი მოსაზრების გასაჯაროების ერთ-ერთ საშუალებად მიიჩნევა. თქვენმა სტატიამ შესაძლებელია სასიკეთოდ იმოქმედოს საზოგადოებაზე და გამოასწოროს ის, რისი გამოსწორებაც არის საჭირო.

საგაზეთო სტატია სხვადასხვა კომპონენტისაგან შედგება:

  • სათაური: უნდა იყოს ლაკონური და გასაგები;
  • შესავალი: მკითხველისათვის თემის გაცნობა, სულ რამდენიმე ძალიან მოკლე წინადადებით;
  • ავტორები: ვინ არის სტატიის ავტორი?
  • სტატიის ტექსტი: თავად სტატია;
  • ქვესათაურები: გამოყოფს „თავებს“, მკითხველისათვის უკეთ აღსაქმელად;
  • სურათი: სურათი, რომელიც შეესაბამება სტატიის ტექსტს და რომელსაც დართული აქვს მცირე განმარტება.

რჩევები

  • დღევანდელ გაზეთში გამოქვეყნებული სტატია განიხილეთ ზემოთ მოცემული სქემის მიხედვით. შეგიძლიათ, ამოიცნოთ საგაზეთო სტატიის სხვადასხვა კომპონენტი?
  • საგაზეთო სტატიის სხვადასხვა კომპონენტი სხვადასხვა ფერის მარკერით გააფერადეთ.
  • ყურადღება მიაქციეთ შრიფტის სტილს (გამუქებული, ნორმალური, დახრილი).
  • თქვენ მიერ მოპოვებული საგაზეთო სტატია შეადარეთ თქვენი თანაკლასელების მიერ შერჩეულ საგაზეთო სტატიებს.
  • საკუთარი სტატიის შექმნისას, გამოიყენეთ საგაზეთო სტატიისათვის დამახასიათებელი კომპონენტები.