სავარჯიშო 8.3. – ოჯახური და წყვილებს შორის კონფლიქტი

Living Democracy » Textbooks » სავარჯიშო 8.3. – ოჯახური და წყვილებს შორის კონფლიქტი
საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეები სწავლობენ კონფლიქტის სტრუქტურულ მოგვარებას.
რესურსები მასალა მოსწავლეებისთვის: „კონფლიქტის მოგვარება ექვს ეტაპად“ (იხ. სავარჯიშო 8.2).

მსვლელობა

  1. მოსწავლეები ეცნობიან მასალას „კონფლიქტის მოგვარება ექვს ეტაპად“.
  2. მასწავლებელი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, მოიყვანონ ოჯახურ გარემოში, სკოლაში ან სათამაშო მოედანზე წამოჭრილი ტიპური კონფლიქტის მაგალითები:ოჯახში:
    • ბავშვს უნდა თამაში, მაგრამ მის მშობლებს მიაჩნიათ, რომ მისთვის უმჯობესია, იმეცადინოს.
    • მოზარდს სჭირდება ფული კინოში/კონცერტზე/წვეულებაზე/პიკნიკზე წასასვლელად, მაგრამ მშობლებს, უპირველესად, სხვა ხარჯები აქვთ გასათვალისწინებელი.სათამაშო მოედანზე:
    • ბიჭები და გოგოები ვერ თანხმდებიან, როგორ გაინაწილონ სათამაშო მოედანი.
    • ბიჭები გოგოებს ხელს უშლიან თამაშში.
  3. მოსწავლეები არჩევენ კონფლიქტის ერთ მაგალითს; იყოფიან ოთხ ან ექვსკაციან ჯგუფებად.
  4. ყოველი ჯგუფი თავისთავად იყოფა ორ ნაწილად; ერთი ნაწილი მშობლების როლს ასრულებს, მეორე – შვილების (ან ბიჭების და გოგოების).ჯგუფების ნაწილები იკრიბებინ, რათა თავიანთი პოზიცია ჩამოაყალიბონ. შემდეგ ჯგუფი იკრიბება ერთად და ცდილობს, მოაგვაროს კონფლიქტი ექვსეტაპიანი გეგმის გამოყენებით.

    ამ ამოცანისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ, კლასის ყველა მოსწავლე ერთად იყრის თავს.

  5. ჯგუფები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. რა გადაწყვეტილებამდე მივიდნენ ისინი? იყო განსხვავებული გადაწყვეტილებები?

ვარიანტი

მოცემული სავარჯიშო შეიძლება მედიატორის როლის დამატებითაც შესრულდეს, მაგალითად, ერთი მოსწავლე ჯგუფიდან ასრულებს ბებიის ან პაპის როლს, რომელიც უძღვება მოლაპარაკების პროცესს.