მასალა მოსწავლეებისთვის 5.5: დასკვნა: რას გვასწავლის ეს თამაშები?

Living Democracy » Textbooks » მასალა მოსწავლეებისთვის 5.5: დასკვნა: რას გვასწავლის ეს თამაშები?

1. საზოგადოების განვითარება: პრობლემებისა და მათი გადაჭრის შედეგი

პრობლემა პრობლემის გადაჭრა
როგორ გადავირჩინოთ თავი? უნდა გამოვიყენოთ ის ბუნებრივი რესურსი, რომელიც გაგვაჩნია –თევზი.
როგორ მოვაგვაროთ ზედმეტ თევჭერასთან დაკავშირებული ჩვენი კონფლიქტი? 1. გვჭირდება მდგრადი განვითარების კონცეფცია.
2. გვჭირდება წესები ერთმანეთში კომუნიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესების დასარეგულირებლად.
1. როგორ გვესმის მდგრადი განვითარება? გვჭირდება რამდენიმე მიზნის შეწონასწორება. ფაქტობრივად, უნდა ვაწარმოოთ იმდენი თევზი რამდენის საშუალებასაც გვაძლევს თევზის პოპულაცია, მისი შემცირების გარეშე. ეს იქნება მომავალი სტაბილურიბის გარანტი. წარმოებული პროდუქტი სამართლიანად უნდა გავინაწილოთ.
2. რა სახის წესები გვჭირდება? წესების სისტემის შექმნისას, არჩევანი უნდა გავაკეთოთ სხვადასხვა პრინციპებს შორის – შევქმნათ სახელმწიფო თუ თანაბარუფლებიანთა კავშირი.
როგორ ავიცილოთ თავიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენება? ერთ პიროვნებას არ უნდა გადაეცეს დიდი ძალაუფლება. კონსტიტუცია იძლევა ამ ამოცანის გადაჭრის შემდეგ საშუალებებს: კონტროლი და ბალანსი, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებებისათვის სამოქალაქო უფლებების სტატუსის მინიჭება, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის განსაზღვრულობა, რეფერენდუმები, კანტონალური და ფედერაციული ავტონომია, თავისუფალი პრესა და მედია.
ვინ წყვეტს წესების როგორი სისტემა გვექნება? ჩვენ ყველა ერთად. ჩვენ ვადგენთ სტრუქტურათა პროექტებს, შემდეგ ვაკეთებთ არჩევანს და მონაწილეობას ვიღებთ ამ პროექტებზე კენჭისყრაში.
როგორ ვმართოთ პროცესი სამართლიანად და ქმედითუნარიანად? ვადგენთ დღის წესრიგს. ჩვენ გვჭირდება წინასწარ შეთანხმებული პროცედურების სისტემა.

 2. დასკვნა

  1. პოლიტიკა წარმოადგენს იმ პრობლემების მოსაგვარებლად გაწეულ ძალისხმევას, რომელიც ჩვენ საყოველთაო კეთილდღეობასა და გადარჩენას ეხება. ინსტიტუციები, როგორიცაა, წესების სისტემა, პრობლემის მოგვარების საშუალებებს წარმოადგენენ. თუ ისინი იმ მიზანს არ ემსახურება, რისთვისაც შეიქმნა, შეიძლება, და აუცილებელია, რომ შეიცვალოს.
  2. კონფლიქტი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ვინაიდან შეუძლებელია კონფლიქტის სრულებით აღმოფხვრა, შეგვიძლია ვაკონტროლოთ მისი გამანადგურებელი პოტენციალი.
  3. როგორც თევზაობის თამაშის, ასევე გადაწყვეტილების მიღების თამაშის სტრუქტურა შეიძლება განვიხილოთ როგორც მოდელი. ისინი ზედმიწევნით კარგად აღწერენ საზოგადოების, როგორც პრობლემათა და გადაწყვეტილებათა სისტემის ჩამოყალიბების ისტორიულ რეალობას.
  4. ამ თამაშებსა და რეალობას შორის ორი მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს. პირველი, რეალურ გარემოში, ჩვენ არ ვფლობთ ისეთ ზუსტ მონაცემებს ჩვენს განკარგულებაში არსებული ბუნებრივი რესურსების შესახებ, როგორც ეს თამაშშია მოცემული. მეორე, დემოკრატიული საზოგადოებები დემოკრატიული ფესვებიდან არ აღმოცენებულა. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ჩამოყალიბება კონფერენციების საშუალებით კი არ ხორციელდება, არამედ კონფლიქტების.