1. წინასიტყვაობა

Living Democracy » Textbooks » 1. წინასიტყვაობა

მასწავლებლების წინაშე მუდმივად დგას საკუთარი გადაწყვეტილებების მართებულობის დამტკიცების პრობლემა: რამ განაპირობა ჩემ მიერ ამა თუ იმ მიზნის დასახვა თუ თემის შერჩევა? სწავლების მიზნების განსაზღვრა და თემების შერჩევა სწავლებასთან დაკავშირებული პრინციპული გადაწყვეტილების მიღების ტოლფასია. არ შეიძლება მიზნების გადმოღება და მათი მორგება საკუთარ საჭიროებებზე, არც მათი დოგმატურად თავს მოხვევაა რეკომენდებული. ნაცვლად ამისა, საჭიროა მიზნების დეტალური გამოკვლევა, ისინი უნდა ეფუძნებოდეს საღ აზრს და უნდა იყოს დასაბუთებული. მხოლოდ ამის შემდეგ – შესაძლებელია თქვენს მოსწავლეებთან ერთად – რეკომენდებულია თემებისა და სწავლების მიზნების წინდახედულად შერჩევა, მიღებული გადაწყვეტილების გაცილებით ფართო კონტექსტში განხილვა და შერჩეული თემების გადასინჯვა, საგანმანათლებლო ღირებულების თვალსაზრისით. აღნიშნული ამოცანა უპირატესი მნიშვნელობისაა, ვინაიდან შესასწავლი თემების სპექტრი ძალიან ფართოა მაშინ, როცა სწავლების დაგეგმვისა და თავად სწავლების პროცესისათვის გამოყოფილი დრო – შეზღუდულია.

ქვემოთ მოცემული ძირითადი კითხვები ემსახურება მასწავლებლების დახმარებას თემების შერჩევისა და მომზადების რთული პროცესისათვის თავის გართმევის საქმეში.