2 – სამუშაო ფურცელი 16: სკოლების მმართველობა და მართვა46

Living Democracy » Textbooks » 2 – სამუშაო ფურცელი 16: სკოლების მმართველობა და მართვა46

სკოლის შეფასება ასევე შესაძლებელია იმაზე დაკვირვებით, თუ როგორ აისახება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება სკოლის მართვის პროცესებზე, რასაც  გულისხმობს ტერმინი „სკოლის დემოკრატიული მმართველობა“. ამ მიმართულებით საჭიროა განვიხილოთ ორი ტიპის პროცესი, რომელთა ერთმანეთისაგან გარჩევაც აუცილებლობას წარმოადგენს:

მმართველობა მენეჯმენტი
 სკოლისა და საგანმანათლებლო სისტემების ღიაობა
arrow-down„ჩვენ ვმართავთ პროცესებსა და პირებს, რომელთა ქმედებების სრულყოფილად პროგნოზირება შეუძლებელია.“
 მმართველობის ტექნიკური და ინსტრუმენტული განზომილება
arrow-down„ჩვენ ვმართავთ პროცესებსა და პირებს, რომელთა ქმედებების პროგნოზირება მარტივად არის შესაძლებელი.“
ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, ვცდილობთ დავარწმუნოთ, მივდივართ გარიგებებზე, ვიყენებთ ზეწოლას და ა.შ. ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს სრული კონტროლი მათზე, ვისაც ვმართავთ. ჩვენ ვიძლევით ინსტრუქციებსა და განკარგულებებს, ვინაიდან მივიჩნევთ, რომ გვაქვს ამგვარი ქმედების გახორციელების კანონის ძალით მინიჭებული ძალაუფლება.

მენეჯმენტი, აქედან გამომდინარე, ასახავს სკოლასა და საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ ორგანიზაციულ ასპექტებსა და როგორც ტექნიკურ, ასევე ინსტრუმენტალურ განზომილებებს. სკოლებში უფრო და უფრო ღია პროცესების შემოტანასთან ერთად, რომლებიც განსხვავებული საჭიროებებითა და ინტერესებით ხასიათდება, გამოიყენება ტერმინი „მმართველობა“ (ევროპის საბჭო, სკოლების დემოკრატიული მმართველობა, 2007 წელი, გვ. 9).

სკოლის დემოკრატიული მმართველობის დადებითი შედეგები შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს (ევროპის საბჭო, სკოლების დემოკრატიული მმართველობა, 2007 წელი, გვ. 9).

  • დისციპლინის გაუმჯობესება;
  • კონფლიქტების შემცირება;
  • სკოლის კონკურენტუნარიანობა;
  • მყარი დემოკრატიული საზოგადოების მომავლის უზრუნველყოფა.

46. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების თვალსაზრისით სკოლების შეფასების მაჩვენებლები მოწოდებულია წინამდებარე თავის სამუშაო ფურცელში 11.